“ლელო” მედიის გადასახდებისგან გათავისუფლებას ითხოვს.
აღნიშნული ინციატივით პარტია მას შემდეგ გამოვიდა, რაც პრემიერმა მედიასაშუალებებს აზარტული თამაშების რეკჯლამირება აუკრძალა.
პარტიის წევრი, საბა ბუაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება მიზნად კრიტიკული მედიის შემოსავლების შემცირებას და მათ გაჩმებას ემსახურება.
მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს საქართველოში მედიის გადასახადებისგან გათავისუფლებას სამი წლით. პირველ რიგშ, ამის საჭიროება გამოწვეულია იმ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან, რომელიც ჩვენ ქვეყანაში შეიქმნა და პანდემიიდან, რომელმაც სარეკლამო ბაზარი მნიშვნელოვნად შამცირა, მაგრამ ასევე ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება გაამწვავა ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელმა ინიციატივამ, რომელიც გულისხმობს აზარტული თამაშების შეზღუდვას და აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას. სხვა მოცემულობაშ ეს ინიციატივა იქნებოდა სწორი და გამართლებული. “ლელო” აზარტული თამაშების რეგულირებას ჯერ კიდევ გასულ საპარლამანეტო არჩევნებამდე ითხოვდა, მაგრამ აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ცხადი პოლიტიკური მიზანი აქვს ხელისუფლებას, რომ აზარტული თამაშებიდნა სარეკლამო ბაზარზე შესული თანხების სახით დისკომფორტი შეუმნას მედიას და კრიტიკული მედია ამ ფორმით შეავიწროვოს, – განაცხადა ბუაძემ.











