fbpx
18/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ზურაბ ზვიადაურს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გაასამართლებს

13:25 November 30, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
798
ნახვა

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გაასამართლებს.

მსაჯულების შერჩევა, თელავის რაიონულ სასამართლოში 7 დეკემბერს დაიწყება.

ნაფიცი მსაჯულების არჩევის გადაწყვეტილება ზვიადაურმა და მისმა ადვოკატებმა წინასასამართლო სხდომაზე გამოაცხადეს. საქმის განხილვისათვის 12 ნაფიცი მსაჯული უნდა შეირჩეს, რომლებიც ყოფილ დეპუტატს საბოლოო ვერდიქტს გამოუტანენ.

ზურაბ ზვიადაური 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან 29 ნოემბერს გაათავისუფლეს.

5-ათას ლარიანი გირაოთია განთავისუფლებული, ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად დაკავებული, ჯაბა ჯანგირაშვილიც, რომელსაც გამოძიება იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.

სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც განზრახ მკვლელობის ფაქტზეა დაწყებული, ბრალდებულ ზვიადაურის ჩვენების თანახმად, ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იმყოფებოდა.

იმავეს ამტკიცებდნენ სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულის ადვოკატებიც.

პრაიმტაიმის ინფორმაციით, საქმეში არ დევს არცერთი მოწმის ჩვენება, რომელიც ზვიადაურის ვერსიის საპირისპირო იქნებოდა.

ჯერჯერობით, გამოძიებას არ აქვს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებიც, რომლებიც დანიშნული იყო. მკვლელობის საქმიდან ცალკეა გამოყოფილი ჯაბა ჯანგირაშვილის საქმეც.

ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი, მაგდა კოტრიკაძე ადასტურებს, რომ საქმეზე გამოკითხული მოწმეებიდან არც ერთის ჩვენება ბრალდებულის ჩვენებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

„კენჭოშვილმა ესროლა ცოცხლაშვილს, რომელსაც ათამდე ტყვია აქვს მოხვედრილი, შემდეგ ესროლა ზვიად ზვიადაურს და გულ-მკერდის არეში სროლა დაუპირა ზურაბ ზვიადაურს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და არცერთი მოწმის ჩვენება, არ არის წინააღმდეგობაში ზვიადაურის ჩვნებასთან. მოწმეები ჩვენც გამოვკითხეთ და ყველა იმავე ჩვენებას იძლეოდა. რაღაში უნდა დაგვჭირვებოდა გავლენა მოწმეებზე, რომლებიც ფაქტიურად, ჩვენს სასარგებლო ჩვენებას იძლევიან? ჯანგირაშვილის საქმე, საერთოდ სამართლებრივი აბსურდია, რადგან მისი იარაღით არავინ დაზიანებულა და არანაირი შედეგი არ დამდგარა“,- განაცხადა კოტრიკაძემ.

ზვიადაურის საქმეზე, ბრალდებამ ვადა ორჯერ გაგრძელდა, თუმცა წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულის ადვოკატი განმარტავდა, რომ გამოძიებას დამატებით მტკიცებულებები არ მოუპოვებია.

მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად, გარდაიცვალა სამი და დაიჭრა ორი პირი.

გარდაცვლილებს შორის, ერთ- ერთი, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

თეგები: ზურაბ ზვიადაური

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ზურაბ ზვიადაურის ძმა დაკრძალეს

August 19, 2021
852
მთავარი ამბავი

ზურაბ ზვიადაურს პატიმრობა შეეფარდა

August 19, 2021
803
მთავარი ამბავი

ცრემლი თუ არ მომდიოდეს, აქ რომ მომიწია მოსვლა – ჭრიკიშვილი ზურაბ ზვიადაურზე

August 18, 2021
806

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია