პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს ერთ-ერთი წევრი ფიქრია ჩიხრაძე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი იყოს. თუმცა როგორც ჩიხრაძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით, პარტიაში ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„მოგეხსენებათ, პოლიტიკური ძალა ისეთი რამ არის, რომ რასაც გუნდის საჭიროება მოითხოვს, ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. მზად ვარ, რომ მთელ საქართველოში ვიარო და ყველას დავეხმარო. ასევე, მზად ვარ იმისთვისაც, რომ თუ საჭირო იქნება მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრა, ეს გადაწყვეტილება მივიღო. ასე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ბოლომდე არ არის გადაწვეტილება მიღებული“,- განაცხადა ჩიხრაძემ.
ჩიხრაძე არ აკონკრეტებს, რომელ ოლქში, შესაძლოა, დააყენოს პარტიამ მისი კანდიდატურა.
ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტში 30 მაჟორიტარი და 120 პროპორციულ სიაში შესული დეპუტატი შევა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











