აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდნენ, ქვეყნის დატოვება აღარ მოუწევთ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში მილიონზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
ბევრი სასწავლო დაწესებულება უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურისგან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში სასწავლებლად მყოფი სტუდენტები იძულებულები იქნებიან დატოვონ ქვეყანა იმ შემთხვევაში თუ, მათი უნივერსიტეტები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.











