ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა ახალგაზრდებს ფიზიკური დაზიანება არ ჰქონდათ და რამდენიმე საათში კლინიკიდან გაწერეს.
ლიფტში 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











