fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მოდით, შევირგოთ, რასაც მივაღწიეთ და ნუ ავიწყვეტთ – თენგიზ ცერცვაძე

05:46 June 11, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
882
ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მსოფლიოს საზოგადოება და ქართველებიც ნაადრევად გადაერთნენ კორონავრიუსის მეორე ტალღაზე, მაშინ, როცა ჯერ პირველი ტალღა არ დასრულებულა.

ცერცვაძემ საზოგადოებას მოუწოდა, საქართველოში მსოფლიოსთან შედარებით უკეთესი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, არ მოეშვან და რეკომენდაციების დაცვაზე უარი არ თქვან.

„პირველი ტალღის დამთავრებას ვერ ვიტყვით, მაგრამ ასე თუ ისე მშვიდობიანი ფაზა გვაქვს საქართველოში, ძალიან დასტაბილურდა სიტუაცია, ამჟამად კლინიკებში არ არის 130 კაცზე მეტი.

ვერ დაგეთანხმებით, რომ იზრდება რაოდენობა, მერყეობს, ხან არის ერთი, ხან რვა, ხან ოთხი. ერთნიშნა ციფრის ფარგლებში მერყეობს, თუ გამონაკლისებს არ ჩავთვლით.

თუმცა, ასე არ არის მსოფლიოში, მსოფლიოში არ მცირდება. გუშინწინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა გამართა ბრიფინგი და თქვა, რომ პირიქით, გლობალურად უარესდებაო.

გლობალურად არ მცირდება, მცირდება ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც პიკმა გადაიარა. არც ყოფილა პიკი საქართველოში და საქართველოში არის მისაღები ციფრები.

არც ერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში შემცირების ტენდენცია არ შეიმჩნევა. სომხეთში იმატებს, აზერბაიჯანშიც იმატებს, მაგრამ ნაკლებად  დრამატულად, რუსეთში იმატებს, თურქეთში ისე აღარ იმატებს, მაგრამ მაინც იმატებს.

ასე რომ, ჯერ პირველი ტალღა არ დამთავრებულა, ჩვენთან, საქართველოში დამთავრდა პირველი ტალღა და ამან დათვური სამსახური არ გაგვიწიოს. რაღაც ძალიან ჩქარა დამშვიდდა ჩვენი საზოგადოება და ძალიან სწრაფად გადაერთო შეზღუდვებიდან სრულ თავისუფლებაზე“,- განაცხადა ცერცვაძემ.

„ბევრი მაგალითი იყო, როცა ხალხმრავალი შეკრებები განახლდა.

სურათი დაიდო „ფეისბუქზე“- კაფე „ფაბრიკაში“ ელემენტარულად არ იყო დაცული არანაირი სოციალური დისტანცია, პირბადეები, არაფერი. სულ ამის ფიქრი მქონდა და ამაზე ვაფრთხილებდი საზოგადოებას, რომ არ შეიძლება რომ შევირგოთ ის, რასაც მივაღწიეთ ამ პირველი ტალღის დროს? მოდით, შევირგოთ და მეორე უკიდურესობაში ნუ გადავვარდებით.

შეზღუდვების რაღაც ნაწილი თვითშეგნების ხარჯზე შევინარჩუნოთ და ზედმეტად ნუ ავიწყვეტთ. თუ აქამდე ვერიდებოდით ხალხმრავალ შეკრებებს, ახლა ყოველდღე ნუ გავმართავთ ასეთ შეკრებებს. უცებ ნუ მივატოვებთ ნიღბის ტარებას, იგივე სოციალურ დისტანცირებას და სხვა“,- აღნიშნა ცერცვაძემ.

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: ინფიცირებიდან პირველი 8-10 დღის განმავლობაში თუ მოგვმართავენ, დაავადების დამძიმებას თავიდან აიცილებენ

December 1, 2021
831
საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზარდა, პანდემიის დაძლევაზე ლაპარაკი ზედმეტია

December 1, 2021
926
მთავარი ამბავი

თენგიზ ცერცვაძე გამაფრთხილებელ მიმართვას ავრცელებს

October 22, 2021
793

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია