„ჩვენ დღეს დავასახელეთ 30 წარმატებული ადამიანი და ისინი თითოეული არიან ღირსეულები და საპარლამენტო ცხოვრებას კიდევ უფრო გააუმჯობესებენ“,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით კანდიდატების შერჩევისას “ქართულმა ოცნებამ” რამდენიმე კრიტერიუმით იხელმძღვანელა.
„თქვენ ნახეთ, რომ მათ შემადგენლობაში არიან ახალი სახეებიც, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც 2012 წლიდან მოყვებიან „ქართულ ოცნებას“ და კანდიდატების ასეთი სინთეზი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გათვლა გვაქვს გამოცდილებაზე, კომპეტენციაზე, რაც უნდა გამოადგეს ქვეყნის განვითარებას“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ნახეთ, მაჟორიტარი კანდიდატების სრული სია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.











