ქუთაისში, ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ისინი დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო აიყვანეს. დაკავებულები, სავარაუდოდ მოკლული ქალის მეზობლები არიან.
შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს, გვიან ღამით 30 წლამდე ასაკი ქალი საცხოვრებელ ბინაში დანით მოკლეს.
მომხდართან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით გუშინ დააკავეს 45 წლის მეზობელი ქალი, რომელიც მსხვერპლთან მეგობრობდა.











