„ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიის პრეზენტაციაზე მიწვეული ვიყავი, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამასთან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ აპოლიტიკური ფიგურაა და დღევანდელ ღონისძიებაზე სახელმწიფო დეწესებულებას წარმოადგენდა.
„პოლიტიკურ სიმპათიებზე არ ვისაუბრებ, არ მაქვს საუბრის არც უფლება და არც სურვილი. მე აპოლიტიკური ფიგურა ვარ და წარმოვადგენ სახელმწიფო დაწესებულებას.
დღეს მიწვეული ვიყავი, როგორც ერთ-ერთი დამსწრე და მხარდამჭერი. დღეს წარმოვადგენ სახელმწიფოს და სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტიტუციას, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელმაც სერიოზული როლი ითამაშა Covid-19-თან ბრძოლაში და ამიტომ მე იქ მიწვეული ვიყავი, როგორც ამ დაწესებულების ხელმძღვანელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ხოლო კითხვაზე, მსგავს ღონისძიებაზე ოპოზიციამაც, რომ დაპატიჟოს მივა თუ არა, ამირან გამყრელიძე აცხადებს: „გააჩნია ვინ დამპატიჟებს და როგორ“.
ცნობისთვის, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
ღონისძიებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და ამავე ცენტრის მოადგილე პაატა იმნაძე და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძეც ესწრებოდა.











