გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიაზე, სარწყავ არხში 37 წლის კაცი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. ახალგაზრდა სოფელ ველისციხის მკვიდრია.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი არხში საბანაოდ შევიდა და წყლიდან გამოსვლა ვერ შეძლო.
მამაკაცს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მისი მეუღლე 2 წლის წინ სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი








