ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაქალაქარი აღმოაჩინეს.
არქეოლოგების თქმით, მსგავსი ქალაქის ტიპის დასახლება იმერეთის მასშტაბით პრაქტიკულად არ გვხვდება. გათხრების შედეგად აღმოჩენილია: უნიკალური მარანი ათი ქვევრით, ნაგებობის კედლები, კერამიკის ნიშნები, მათ შორის მოხატული კერამიკა და ლითონის ნივთები.
მეცნიერების თქმით, აღმოჩენა მე-11 – მე-12 საუკუნეებს ეკუთვნის.
ითხვისში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებს ჭიათურის მერიის მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია, კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი ,,არგვეთი“ აწარმოებს.
სოფელ ითხვისში აღმოჩენილი ნივთები ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში განთავსდება.











