საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განაცხადებით, მთავრობის ყოფილი პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძის საარჩევნო სიაში ყოფნის საკითხს „ქართულ ოცნებაში“ არ განიხილავენ.
„მამუკა ბახტაძე არის გუნდის წევრი, სწორედ ამიტომ, ის ესწრებოდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიის პრეზენტაციას. რაც შეეხება საპარლამენტო სიაში მისი ყოფნის საკითხს, პარტიაში ასეთი გადაწყვეტილება არაა მიღებული და, სავარაუდოდ, ის არ იქნება პროპორციულ სიაში“ – აღნიშნა თალაკვაძემ.
„ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა











