fbpx
04/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პანკისში უცნობმა პირებმა ქავთარაშვილების სახლი დაცხრილეს

11:37 July 29, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
901
ნახვა

დაუდგენელმა პირებმა, სოფელ დუისში ქავთარაშვილების საცხოვრებელი სახლი, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს.

ოჯახში რამდენიმე წევრი იმყოფებოდა, თუმცა, ყველა მათგანი უვნებელი გადარჩა.

ქავთარაშვილების სახლში პოლიცია იყო მობილიზებული და საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობდა.

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვის ფაქტზე, გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

სამართალდამცავები საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 236- ე მუხლებით გამოიძიებენ, რაც მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა ტარებას გულისხმობს.

პოლიციამ პანკისის ხეობაში უკვე გამოკითხა რამდენიმე პირი, მათ შორის ერთ- ერთი, საკობიანოში მომხდარი დაპირისპირების დროს გარდაცვლილი, ვისო მუთოშვილის ძმაა.

შეგახსენებთ, მურად ქავთარაშვილი 2019 წელს სოფელ საკობიანოსთან, გვარებს შორის სისხლიანი შეტაკების საქმესთან დაკავშირებული პირია.

მაშინდელ დაპირისპირებას 37 წლის ვისო მუთოშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავად ქავთარაშვილი კი, ფეხში დაიჭრა.

საქმეზე ორი პირია დაკავებული და სასამართლო პროცესები დღემდე მიმდინარეობს.

დაპირისპირებაში მონაწილე, ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების გვარების, ქისტური ადათის მიხედვით შერიგებას, ხეობაში ჩასული მუსლიმური სამყაროს ავტორიტეტული წარმომადგენლები, დღემდე უშედეგოდ ცდილობენ.

უკავშირდება თუ არა მომხდარი ფაქტი შურისძიებას, ჯერჯერობით გარკვეული არ არის.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

თეგები: პანკისი

დაკავშირებული სტატიები

რეგიონები

მოკლული იბრაგიმ ქავთარაშვილის გვარმა, მკვლელობაში ბრალდებულის ნათესავები სისხლის აღების პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა

February 11, 2021
1.4k
სამართალი

შემდგომ ტაქტიკაზე გადაწყვეტილებას დეტალების ცოდნის შემდეგ მივიღებთ – დუისში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ 

January 23, 2021
975
მთავარი ამბავი

პანკისში მკვლელობა მოხდა

January 17, 2021
990

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია