„არ მჯერა რომ თამარმა თავი მოიკლა, არც დამიშვია, ასეთი ფაქტი“, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბიჭი, ბაჩანა ლობჟანიძე აცხადებს. მასთან საუბრის ჩანაწერს „მთავარი არხი“ ავრცელებს.
ლობჟანიძის თქმით, იგი გამოკითხვაზე ორჯერ იმყოფებოდა და საგამოძიებო უწყებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა არ აკონკრეტებს კონკრეტულად რა ინფორმაციაზეა საუბარი.
„არ მჯერა რომ თამარმა თავი მოიკლა, რატომ უნდა მჯეროდეს, მე ეს არც დამიშვია, ასეთი ფაქტი. გამოძიება მაგ კუთხით მიდის.
მე ორჯერ ვარ დაკითხული სამხარაულში, რუსთავში, შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალურ საგამოძიებოში, დღეს და გუშინ დამატებითი ინფორმაცია მივეცი გამოძიებას“, – ამბობს ბაჩანა ლობჟანიძე.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.
ჩვენი ურთიერთობის შესახებ მისმა ოჯახმა არ იცოდა – თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბიჭი საჯაროდ გამოჩნდა











