ახალქალაქში მოკლული ბიჭის ოჯახმა რამდენიმე სახლი გადაწვა. ამას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ბესიკ ამირანაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ადასტურებს.
„კრიმინალური შემთხვევაა. მკვლელობის ფაქტს ჰქონდა ადგილი ახალქალაქში. ამის შემდეგ გარდაცვლილის ნათესავებმა დაწვეს რამდენიმე სახლი. პოლიციას ამ დროისთვის სრულად აქვს კონტროლზე აყვანილი მდგომარეობა”, – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.
ცნობისთვის, ახალქალაქში რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირების მოხდა, რის შედეგადაც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
სისხლიანი დაპირისპირება ახალქალაქის ცენტრში! – არის მსხვერპლი











