სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 21 აგვისტოს ბერლინის, ხოლო 28 აგვისტოს პარიზის მიმართულებით ფრენები შესრულდება.
ნებართვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაიცა.
ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია Georgian Airways განახორციელებს.
რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება:
· 21 აგვისტო, თბილისი – ბერლინი – თბილისი;
· 28 აგვისტო, თბილისი – პარიზი – თბილისი.
რაც შეეხება ამავე რეისის დარჩენილ ბილეთებს, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ გადამყვან ავიაკომპანიებს დაუკავშირდნენ.











