ევროკავშირი ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბელარუსის საკითხზე საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
ასევე, ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, ვინც არჩევნების გაყალბებასა და მანიფესტანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელია.
შარლ მიშელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის ხელი შეუწყოს ბელარუსში ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას.
შეგახსენებთ, ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა. გამოსვლები გვიან ღამით, მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტი მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ – 10 პროცენტი.
არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოსული მოსახლეობა პოლიციამ რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ხალხის ნაწილი დაშავდა, ნაწილი პოლიციამ დააკავა.











