პრემიერ-მინისტრი გიოორგი გახარიას განცხადებით, ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო ნერგები გაუნადგურდა მთავრობა უკეთეს მისცემს.
„ჩვენი პროგრამა არ ფარავდა ნერგებს, ეს პროგრამა ფარავდა ძირითადად დაკარგვის რისკს. დღეის მდგომარეობით ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენს ფერმერებს უბრალოდ გაუნადგურდათ ნერგები და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გაჩნდება ახალი დამატებითი პროგრამა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო გაუნადგურდა ნერგები, მიიღოს სახელმწიფოსგან დახმარების სახით, ახალი უფრო ხარისხიანი ჯიშები, რადგან აღადგინონ მრავალწლოვანი ბაღები. ეს შეეხება ვაზსაც“, – განაცხადა გახარიამ











