აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კორონავირუსის სისხლის პლაზმით მკურნალობის ავტორიზაცია გასცა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ სისხლის პლაზმით მკურნალობის პოზიტიური შედეგები ბევრად აღემატება ამ მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ასეთი მკურნალობის მეთოდი სიკვდილიანობას 35%-ით შეამცირებს.
აშშ-ში გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმით უკვე 70 000-ზე მეტ ადამიანს უმკურნალეს.











