გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავს. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, გადაკვალიფიცირდეს საქმე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით, დასახელდეს 3 მაღალჩინოსანი, რომელიც ოჯახის აზრით, გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს.
„გადაკვალიფიცირდეს მუხლი და დასახელდეს მკვლელები, 3 მაღალჩინოსანზეა საუბარი,“- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
აქციაზე სოლიდარობის ნიშნად მივიდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც.











