ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს. სასტუმრო „სტამბაში“ გამართულ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე ხაბელოვის კანდიდატურას წარმოდგენილ დელეგატთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
ცნობისთვის, ხაბელოვი ერთადერთი კანდიდატია, რომელიც არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თანამდებობას ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.











