იაპონიის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად იოშიჰიდე სუგა დაამტკიცა.
ახალ კაბინეტთან ერთად, იოშიჰიდე სუგას სპეციალური ცერემონიით იაპონიის იმპერატორი საიმპერატორო სასახლეში დაამტკიცებს.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში მთავრობის ხელმძღვანელის ცვლილება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც შინზო აბემ გასულ თვეში თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.










