პირბადემ, შესაძლოა, კორონავირუსის ვაქცინაზე უკეთ დაგვიცვას,- ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორმა, რობერტ რედფილდმა განაცხადა.
„მინდა ვთქვა, რომ პირბადე კოვიდ 19-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას მაძლევს, ვიდრე ვაქცინაცია, რადგან იმუნოგენურობა შეიძლება 70% იყოს და თუ არ მექნება იმუნური პასუხი, ვაქცინა ვერ დამიცავს, პირბადე -კი“, – აღნიშნა რობერტ რედფილდმა.











