„პანდემია არის გამოცდა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ეს გამოცდა ჩვენ ვერ გავიარეთ“, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა. ინფორმაციას Tass-ი ავრცელებს.
„პანდემიამ მსოფლიოში მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა, კონტროლს არ ექვემდებარება. ეს ყველაფერი კი გლობალური მზადყოფნის, თანამშრომლობის, ერთიანობისა და სოლიდარობის არ არსებობის შედეგია. მაგრამ ეს ასევე გაფრთხილებაცაა, რომელიც მოქმედებისკენ მოგვიწოდებს. სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ ან შევებრძოლებით ამ ყველაფერს გაერთიანებული ძალებით, ან კვლავ განხეთქილება და ქაოსი იქნება“,- განაცხადას გუტერეშმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 980 ათასს გადააჭარბა.











