სოციალურ ქსელში უკრაინაში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის პირველი კადრები ვრცელდება. ვიდეო სამოყვარულო კამერითაა გადაღებული, რომელშიც კარგად ჩანს ადგილზე არსებული მდგომარეობა.
შეგახსენებთ, რომ АN-26-ის ჩამოვარდნას ხარკოვის ოლქში 23 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამის შესახებ ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსეი კუჩერმა განაცხადა.
„წინასწარი მონაცემებით, ბორტზე 28 ადამიანი იმყოფებოდა – 7 ოფიცერი და 21 კურსანტი. სამწუხაროდ, 22 გარდაიცვალა, გადარჩა 2 (ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში). ამ დროისთვის ოთხის ბედი უცნობია. ვლოცულობთ მათი სიცოცხლისთვის. ტარდება გადაუდებელი დახმარება“, – წერს ის სოციალურ ქსელში.
ტრაგედიას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკიც და განაცხადა, რომ კატასტროფის მიზეზების შესასწავლად სპეციალური ჯგუფის შექმნა პრემიერ-მინისტრს დაავალა. თავად კი შემთხვევის ადგილზე ხვალ ჩავა.











