ინდოეთში კრონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა ექვს მილიონს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 82 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 039 პაციენტი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში, ინდოეთსა და ბრაზილიაშია დაინფიცირებული. ყველაზე მეტი დაღუპული ასევე აშშ-შია, მეორე ადგილზეა ბრაზილია, მესამეზე კი – ინდოეთი.











