გურიის რეგიონში ბოლო მონაცემებით 28 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა. აქედან 4 მოსწავლე და 5 პედაგოგია. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ დაუდასტურა.
„რეგიონში ბოლო მონაცემებით 28 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა. აქედან 4 მოსწავლე და 5 მასწავლებელია. სამი მოსწავლე გახლავთ ოზურგეთის მკვიდრი, ერთი ლანჩხუთელია. რაც შეეხება მასწავლებლებს, ხუთივე მათგანი ოზურგეთიდანაა. მათ საბოლოო კვლევები ჩაუტარდათ და სრულიად ჯანმრთელები არიან“ – განაცხადა მჟავიამ.
ავტორი: ნინე ულუმებლაშვილი











