„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მარნეულში მათ 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ.
„ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი, ის მძიმე მდგომარეობაშია და ადგილზე სასწრაფოს მისვლას ელოდება. სასწრაფო დახმარების განცხადებით, ადგილზე მხოლოდ 2 ჯგუფი ჰყავთ და ამ დროისთვის თავისუფალი არცერთი არაა, რომ დაზარალებული ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანონ.
დაზიანებულია “მთავარი არხის” კამერა და მიკროფონი“, – აცხადებენ ტელევიზიაში.











