fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ – გიორგი კახიანი

19:18 September 30, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
781
ნახვა

„ვხედავთ, რომ დაძაბულობის შემოტანისა და პროვოკაციების მცდელობაა. ეს არის ხელწერა, რომელიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ადრეც და ახლაც ამას აგრძელებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისი თქმით, თუ არ ჩავთვლით ბოლო რამდენიმე ინციდენტს, წინასაარჩევნო პროცესი ძალიან მშვიდად მიმდინარეობდა.

„როგორც ჩანს, ეს მშვიდობიანი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი. ამიტომ იწყებენ პროვოკაციებს. ნებისმიერი ადამიანი იტყვის, რომ მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება არის ხელისუფლების ინტერესში, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ყველა კვლევით იმდენად დიდი მხარდაჭერა გვაქვს, დამოუკიდებლად ჩამოვაყალიბებთ უმრავლესობას და მთავრობის ფორმირებასაც მოვახდენთ.

ვის არ აწყობს ეს? ბუნებრივია, არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ჯგუფებს, რომლებიც 12-13 %-იან პარტიებად იქცნენ. ისინი ამას მშვენივრად აცნობიერებენ და ცდილობენ გარკვეული დაძაბულობისა და პროვოკაციების შემოტანას მთელ ამ პროცესში. ჩვენ მუდამ მოვუწოდებდით და აწიც მოვუწოდებთ ჩვენი პარტიის აქტიურ მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ, რადგან ასეთი პროვოკაციები მოსალოდნელი იყო.

რაიმე ახალი ხომ არ ხდება? ეს ხდებოდა წინა არჩევნებზეც, იმის წინაც და ყველა არჩევნებზე, რომელიც აქამდე იყო და ხდება ახლაც. ეს არის მათი მოქმედების სტილი და მანერა. ამიტომ ვაფრთხილებდით ჩვენს აქტივისტებს, რომ ამ პროვოკაციებს არ უნდა წამოეგონ. უმეტეს შემთხვევაში, ვხედავთ თავდაჭერილ პოზიციას მათი მხრიდან, დიდი ნაწილი ყველანაირად ცდილობს, რომ განერიდონ. მიმაჩნია, რომ არანაირ ძალადობას გამართლება არ აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, როცა არა მარტო სიტყვიერად, არამედ ფიზიკურადაც გიპირისპირდებიან, როგორც ჩანს, ვერ მოთხოვ ყველას, რომ თავი შეიკავოს.

ჩვენ ვსაუბრობთ ორი დღის წინ მომხადარ ამბებზე. ჩვენი პრინციპული პოზიციაა შესაბამისი რეაგირება იყოს სამართალდამცავების მხრიდან. ზოგიერთ შემთხვევაზე საქმეებიც არის აღძრული, მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, რომ თუ გამოიკვეთა დამნაშავე პირები (და ეს აუცილებლად ასე იქნება), შესაბამის პასუხისგებაშიც მიეცემიან, რადგან ძალადობა ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესს და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენი ინტერესია არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

 

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია