„რამზან კადიროვი ქართველი ჟურნალისტის მკვლელობის ორგანიზებას უარყოფს“, – ამის შესახებ BBC-ი წერს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორშაბათს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. დააკავა, რომელიც კადიროვის ბრძანებით გიორგი გაბუნიას მკვლევლობისთვის გაგზავნეს.
თავად კადიროვი ქართველი ჟურნალისტის მკვლელობის ორგანიზებას უარყოფს. ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ გასულ წელს პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა.
კადირობის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაბუნია მისი „მტერია“, მკვლელობა არ დაუორგანიზებია.
„მერწმუნეთ, თუ კი ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს. ის ამას აუცილებლად ასრულებს. უმჯობესია, გიორგი გაბუნია დაეცეს მუხლებზე და პატიება ითხოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმეორებ – ის დარჩება ჩემს მტრად“,- ამბობს კადიროვი.
ორშაბათს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. ყალბი საბუთების გამოყენების ბრალდებით დააკავა. განცხადების თანახმად დაკავება „შეკვეთილი მკვლელობის ორაგანიზაციის“ გამოძიების ნაწილია.
განცხადებაში არც ჟურნალისტი და არც კადიროვია ხსენებული და უწყება მოსახლეობას „ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა“, რათა მათ საქმეში სიმართლის დადგენა შეძლონ. უსაფრთხოების ძალებმა მეტი ინფორმაცია ინტერპოლის არხების მეშვეობით მოითხოვეს.
იმავე დღეს, ბატონი გაბუნიას უფროსმა, ნიკა გვარამიამ Open Caucasus Media-ს განუცხადა, რომ ვ.ბ. ჟურნალისტის მოსაკლავად რამზან კადიროვის ბრძანებით გამოაგზავნეს და სუს-მა ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლებისგან შეიტყო.











