საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმის შესასვლელსა და გასასვლელებში მოქალაქეების თერმოსკრინინგის მიზნით მოწყობილი ე.წ. ბლოკპოსტები გაუქმდა.
აჭარაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, მიზნობრივი და სისტემური ტესტირება გაგრძელდება, რაც გულისხმობს სიმპტომების მქონე პაციენტების და რისკჯგუფების ტესტირებას.











