„გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მას ამჟამად წარმოდგენილი პრემიერობის კანდიდატიდან არც ერთი არ მოსწონს და არავის მიმართ წინასწარი მხარაჭერა არ ექნება.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, მას მხოლოდ „გირჩის ხალხი“ მოსწონს.
„თუ კოალიცია შეიქმნება, იმაზე მოუწევს ყველას შეთანხმება, რა ტიპის რეფორმებს ვატარებთ. ამის შემდეგ იქნება „გირჩის“ მხრიდან საუბარი იმაზე, ვის რა თანამდებობა ექნება, პრემიერ-მინისტრი იქნება თუ რომელიმე სამინისტროს ჩაიბარებს.
ახლა ვინც ჩამოთვალეთ არავის მიმართ არ მექნება წინასწარი მხარდაჭერა, რატომ უნდა დავუჭირო მხარი. არავინ არ მომწონს. მარტო „გირჩის“ ხალხი მომწონს“,- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.











