ბრიტანულმა კომპანიამ Survation-მა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევები თბილისის 1 და რეგიონის 5 ოლქში ჩატარდა : დიდუბე-ჩუღურეთი, ზუგდიდი, ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძა, ახალქალაქი – ნინოწმინდა, ქობულეთი, ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდადი.
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ? გამოკითხულთა უმრავლესობა 2020 წლის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, პარტიების კანდიდატებს შორის კი პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება:
დიდუბე-ჩუღურეთის ოლქი
გიორგი ვოლსკი (ქართული ოცნება) – 55%
ანა დოლიძე (მოძრაობა ხალხისთვის) – 18%
ზურაბ ჯაფარიძე (გირჩი) – 15%
ლევან სამუშია (ლელო) – 3%
დიმიტრი ლორთქიფანიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 3%
გედევან ფოფხაძე – (ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი) – 3%
არჩილ ბერიძე (პატრიოტთა ალიანსი) – 2%
და მაჟორიტარობის სხვა კანდიდატი – 1%
ზუგდიდის ოლქი
ირაკლი ჩიქოვანი (ქართული ოცნება) – 55%
მალხაზ ჯალაღონია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია ) – 29%
გიგი უგულავა (ევროპული საქართველო) – 12%
ალექსანდრე ახვლედიანი (ლელო) – 3%
ოთარ ჭითანავა ( პატრიოტთა ალიანსი ) – 1%
ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძის ოლქი
ანტონ ობოლაშვილი (ქართული ოცნება) – 63%
ვაჟა ჩიტაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია) – 23%
ზურაბ ჩილინგარაშვილი (ევროპული საქართველო) – 11%
დავით გოგიჩაიშვილი (პატრიოტთა ალიანსი) – 3%
ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქი
სამველ მანუკიანი (ქართული ოცნება) – 59%
არსენ კარაპეტიანი (ევროპული საქართველო) – 19%
ენზელ მკოიანი (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 14%
მელიქ რაისიანი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 5%
არტაშეს აკოფიანი (პატრიოტთა ალიანსი) – 3%
ქობულეთის ოლქი
ზაალ მიქელაძე (ქართული ოცნება) – 76%
ბონდო თედორაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია) – 17%
პაატა ცივაძე (ლელო) – 3%
ირინა აფხაზავა (ევროპული საქართველო) – 3%
ამირან ტატიძე (პატრიოტთა ალიანსი) – 1%
ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდადის ოლქი
ბეჟან წაქაძე (ქართული ოცნება) – 66%
კახა გეწაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია) – 23%
გიგი წერეთელი (ევროპული საქართველო) – 4%
ოთარ შაორშაძე (პატრიოტთა ალიანსი) – 3%
ანი ბიბილაშვილი (ლელო) – 3%
სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი – 1%
ცნობისთის, საველე სამუშაოები ჩატარებულია 21 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე. გამოკითხულია 1808 რესპონდენტი. კვლევის ცდომილებაა 6%.











