მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში ბაღის პედაგოგს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. როგორც ბაღში აცხადებენ, დაინფიცირებულს ხველება და ტემპერატურა სამი დღის წინ დაუფიქსირდა, რის გამო სამსახურში არ დადიოდა. ამ წუთებში საიმერლოს ბაღში ეპიდემიოლოგებს ელოდებიან, რომლებიც ინფიცირებულის კონტაქტების გარკვევაზე იმუშავებენ.
„ველოდებით ეპიდემიოლოგებს. ბავშვებს, რომლებიც დადიოდნენ ბაღში გავუშვებთ სახლებში. მშობლებს მიეცემათ რეკომენდაციები, გაიტესტება ბაღის ყველა თანამშრომელი. ტესტების პასუხები იქნება ორშაბათს, მანამ კი ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავა. ტესტების პასუხები სანამ გახდება ცნობილი ბაღი ისევ დაიკეტება. იმედია არცერთი დადებითი პასუხი არ მოგვივა“,- გვითხრა მარნეულის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ზაურ ქარამოვმა.
ავტორი: მარიამ ქობულაძე











