აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ამომრჩევლებთან შეხვედრის ფაქტს გამოეხმაურა. მთავრობის თავმჯდომარემ მოუწოდა ყველას მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე იფიქრონ და ამბიციებს არ გადააყოლონ ადამიანების ჯანმრთელობა.
„ყოველდღიურად ჩვენს გაოცებას ახერხებენ, როგორც იტყვიან უკადრებელის მკადრებელი პოლიტიკური ძალაა პირდაპირ…უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენეს. ის, რომ ეპიდემოლოგიურად ურთულეს გაჭირვებაში მყოფ ქალაქს და განსაკუთრებით ბათუმელებს ზურგში ჩაარტყეს დანა.
ამავე დროს ყველას მოვუწოდებ, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე იფიქრონ და მათ ამბიციებს ნუ გადააყოლებენ მოქალაქეების ჯანმრთელობას. მითუმეტეს, ეს მათთვის პოლიტიკურად წაგებული ბრძოლა იყო და გუშინ კიდევ ერთხელ გამყარდა და შესაბამისად, არ ღირს ადამიანების სიცოცხლის გარისკვა და ვერც ვერავის შეაშინებენ და ვერ აანერვიულებენ. უნდა მისცე ექიმებს საშუალება რომ გააგრძელო მუშაობა და გადაარჩინონ სიცოცხლე”,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძე.
შეგახსენებთ, გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ამომრჩევლებს შეხვდნენ, სადაც მოქალაქეების უმრავლესობას ნიღაბი არ ეკეთა და სოციალური დისტანცია დაცული არ იყო.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











