გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი განმეორებითი ტესტირების შედეგად დაუდასტურდა. ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ დაუდასტურა.
„ახლახანს მივიღეთ პასუხები, გუბერნატორს კორონავირუსზე დადებითი პასუხი აქვს“, – გვითხრა მჟავიამ.
შეგახსენებთ, რომ შეკრებიდან ორ დღეში ვირუსი ლანჩხუთის მერს ალეკო სარიშვილს დაუდასტურდა, მეორე დღეს კი, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის დეპუტატს ნინო წილოსანს.
თვითიზოლაციაში იყო გადასული თავად დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, რომელსაც ვირუსზე ამ საღამოს უარყოფითი პასუხი მოუვიდა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











