დღეს საქართველოში კორონავირუსისგან 604 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ვირუსი 1 928 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 28431
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 10767
- მათ შორის გარდაცვლილი – 201
- კარანტინის რეჟიმში – 4112
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3766
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2268
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41











