საფრანგეთში, ქალაქ ლიონში პოლიციამ ცივი იარაღით შეიარაღებული პირი დააკავა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული კაცი ტრამვაიში ასვლას აპირებდა და სავარაუდოდ, ტერაქტის განხორციელებისთვის ემზადებოდა.
ლიონის პოლიციამ უკვე დაადგინა, რომ დაკავებული ავღანელი მიგრანტია.
ასევე შეგახსენებთ, 29 ოქტომბერს, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა.











