fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დღეს საარჩევნო უბნებზე COVID-ის პრევენციის მიზნით მიღებული წესები იმოქმედებს

07:52 October 31, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
817
ნახვა

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.

არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

ახალი კორონავირუსის პრევენციისა და საარჩევნო პროცესის მშვიდ რეჟიმში ჩატარების მიზნით, ცესკომ არჩევნების კოვიდ-სტანდარტი განსაზღვრა.

|კენჭისყრის დღისთვის, COVID-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული პრევენციული ღონისძიებები

| სანიტარულ-ჰიგიენური ღონიძიებები

  • უზრუნველყოფილი იქნება კენჭისყრისთვის განსაზღვრული შენობის დალაგება და სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება.
  • კენჭისყრის დღის განმავლობაში პერიოდულად  განხორციელდება კენჭისყრის შენობის ბუნებრივი ვენტილაცია;
  • კენჭისყრისთვის განკუთვნილი შენობა აღჭურვილი იქნება დეზობარიერითა და ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხელის დასამუშავებელი ხსნარით (კენჭისყრის შენობაში შესვლისა და შენობის დატოვებისას ხელის დეზინფექციის მიზნით);
  • კენჭისყრის დღისთვის კენჭისყრისთვის გამოყოფილ შენობებში განთავსებული იქნება ჰიგიენური ნარჩენებისთვის განკუთვნილი დახურული კონტეინერი.

| კენჭისყრისთვის განსაზღვრულ შენობაში შესვლა/გამოსვლის და შენობაში ყოფნა/გადაადგილებისას დადგენილი წესები:

  • ამომრჩეველთა თერმოსკრინინგი (ტემპერატურის შემოწმება) არ განხორციელდება.
  • ამომრჩეველი, ნაკადის მომწესრიგებელს წარუდგენს პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს და დროებით, იდენტიფიცირების მიზნით, იხსნის პირბადეს. ამომრჩეველი, რომელიც პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენის დროს პირბადეს არ მოიხსნის, კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა;

|ხმის მიცემის პროცესი

  • კენჭისყრის შენობაში შესვლამდე, ამომრჩეველი ხელებს შესასვლელში განთავსებული ხელის სადეზინფექციო სითხით იმუშავებს.
  • ამომრჩეველი, შენობაში შესვლისას, ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელთან მარკირების შემოწმების პროცედურას გადის.
  • მარკირების შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ, ამომრჩეველი მიდის სარეგისტრაციო მაგიდასთან და რეგისტრატორს წარუდგენ პირადობის მოწმობას ან პასპორტს. ამ შემთხვევაშიც, ამომრჩეველი დროებით იხსნის პირბადეს;
  • სარეგისტრაციო მაგიდასთან არ უნდა იყოს ორზე მეტი ამომრჩეველი. წინააღმდეგ შემთხვევაში დროებით შეჩერდება კენჭისყრის ოთახში სხვა ამომრჩევლის შესვლა;
  • იდენტიფიცირების შემდეგ, ამომრჩეველი ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის გასწვრივ ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით აწერს ხელს. ამავე კალმისტრით ისარგებლებს ფარული კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების შევსებისას;
  • ამომრჩევლებმა გამოყენების შემდეგ კალმისტრები სპეციალურად განკუთვნილ კონტეინერში უნდა მოათავსონ;
  • ხმის მიცემისა და სპეციალური კონვერტის საარჩევნო ყუთში ჩაგდების შემდეგ, ამომრჩეველი ტოვებს საარჩევნო უბანს;
  • კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის შენობის გასასვლელში ამომრჩევლებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სადეზინფექციო სითხით ხელების დამუშავების შესაძლებლობა;

თეგები: არჩევნების კოვიდ-სტანდარტები

დაკავშირებული სტატიები

არჩევნები 2020

აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას – სალომე ზურაბიშვილი

November 5, 2020
811
მთავარი ამბავი

ცესკოს მიერ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი ყველა ცვლილება, რომელიც არჩევნების დღეს ამოქმედდება

October 23, 2020
1.1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია