„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან ელჩების იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც დიპლომატები ყველა პოლიტკურ ძალას საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
„ბუნებრივია, ვალდებულება არ აქვს მხოლოდ “ქართულ ოცნებას„ იმ შეთანხმების შესრულების, რომელიც შედგა 8 მარტს. ამის ვალდებულება ყველას გააჩნია და მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის იმ რადიკალურ ნაწილს, რომელიც რაღაც პირობებს აყენებს, რომელიც 8 მარტის შეთანხმებაში ჩაწერილი არ ყოფილა. შეთანხმების პირობა იყო ის, რაზეც ჩვენ ვთანხმდებით. ეს არის დღევანდელი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური დიალოგის მონაწილე ელჩები 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს მოუწოდებენ, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მიიღონ მონაწილეობა.











