თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი ცოტა ხნის წინ გააკეთა, საარჩევნო უბანზე ის უფროს ვაჟთან, ლევან კალაძესთან ერთად მივიდა.
“ჩვენ ბევრი შეხვედრა გავმართეთ. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყველა რაიონში ვიმყოფებოდით. 30-ვე ოლქში არის შესაძლებლობა იმისა, რომ გავიმარჯვოთ მეორე ტურის გარეშე. ასევე საფუძველს მაძლევს ის კვლევები რომელიც გამოქვეყნებული იქნა სხვადასხვა ტელევიზიებში, თუმცა ეს არ არის მთავარი. მთავარი არის საზოგადოების განწყობა. ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვისაც აქვს ხედვა, თუ როგორ განავითაროს ქვეყანა. როგორ შეინარჩუნოს სტაბილურობა, მშვიდობა და მოახერხოს ქვეყნის განვითარება ეკონომკურად სწრაფად, ეს არის ქართული ოცნება” – განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.











