„ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის მიმართვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს უკრაინაში საკუთარ სამსახურზე ზრუნვისკენ მოუწოდა.
„მიხეილ სააკაშვილს შეუძლია იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში. როგორც მაქვს ინფორმაცია, მას გამოგდებას უპირებენ და მისი მთავარი საზრუნავია როგორმე შეინარჩუნოს სამსახური უკრაინაში.
ყველა იმ კრიტიკული მედიის არხებზე გასული ე.წ. წინასწარ მონაცემებში, იქაც კი, იმ ფეიკ მონაცემებში ლიდერობს ქართული ოცნება, რომელმაც გაიმარჯვა, იმ გაყალბებულ ნიუსებშივე“,-განაცხადა კახა კალაძემ.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











