საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები ეხმაურებიან. როგორც ეუთო-ს სპეციალურმა კოორდინატორმა განაცხადა, არჩევნები იყო კონკურენტული და საბოლოო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იქნა.
მისივე თქმით, არჩევნები „კოვიდ-19“-ის პანდემიის და შესაბამისი გამოწვევების მიუხედავად, ეფექტიანად ჩატარდა.
„მინდა, დავიწყო იმის აღნიშვნით, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიამ მართლაც წვლილი შეიტანა იმაში, შექმნილიყო უნიკალური და ძალიან დიდი გამოწვევების კონტექსტი. არჩევნები იყო კონკურენტული და საბოლოო ჯამში, ფუნდამენტური. თავისუფლებები დაცული იქნა, თუმცა იყო მუდმივი ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლა და არ იყო ნათლად გამიჯნული ხაზი მმართველ პარტიას და სახელმწიფოს შორის, რაც ამცირებდა საზოგადოების ნდობას ამ პროცესის მიმართ.
არჩევნები გაიმართა ახალ საკანონმდებლო ჩარჩოს მოცემულობით. არჩევნები ზოგადად ეფექტიანად ჩატარდა „კოვიდ-19“-ის პანდემიის და შესაბამისი გამოწვევების მიუხედავად. მაგრამ საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტურმა წარმომადგენლობამ უარყოფითი წარმოდგენა მოახერხა ადამიანების აღქმაზე, რამდენად მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად ხორციელდებოდა არჩევნები ყველა დონეზე“,- აცხადებს კოორდინატორი.











