აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს Covid-19 დაუდასტურდა. ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
ამ ეტაპზე ნინო ნიჟარაძე მკურნალობის კურსს სახლში გადის. „სიმპტომების გამოვლენისთანავე ჩაიტარა სწრაფი ტესტი, შემდეგ PCR ტესტი და პასუხი ორივე შემთხვევაში დადებითი იყო.
მესამე დღეა იმყოფება სახლში ოჯახის ექიმის ონლაინ მეთვალყურეობის ქვეშ.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეoბა დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება კონტაქტებს, მაქსიმალურად ვიცავთ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა წესს, სამსახურეობრივი კონტაქტები არ არის, მინისტრის ოჯახის წევრები კი თვითიზოლაციაში იმყოფებიან”- აცხადებენ უწყებაში.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











