კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ ერთადერთი დეპუტატია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ღიად მხარს არ უჭერს.
„პოლიტიკურ შეფასებებს გააკეთებთ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ.120/30 არის 30 მაჟორიტარული, 120 პროპორციული, ეს თითქმის პროპორციული არჩევნები მოგვიტანს მყიფე ცენტრალურ ხელისუფლებას და მუდმივ პერმანენტულ რიგგარეშე არჩევნებს. ვერ დაუჭერს მოსახლეობა მხარს იმ მაჟორიტარ დეპუტატებს, რომლებიც დღეს მიაჭერს მწვანე ღილაკს და გაუუქმებს მოსახლეობას ამ პრეროგატივას,“ – აცხადებს ოქრიაშვილი.
საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ. ცვლილებებს დასამტკიცებლად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
ავტორი: ლიზა მეტრეველი











