„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელისუფლების მიერ გამოცემული ნებისმიერი სამართლებრივი აქტი უკანონოა. მისი თქმით, დღეს ხელისუფლება მიტაცებულია.
„კომენდანტის საათის და სხვა სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლება აქვს მხოლოდ კანონიერ ხელისუფლებას. რომელსაც არჩევნების გზით ხალხისგან აქვს მიღებული შესაბამისი ლეგიტიმაცია.
დღეს, ხელისუფლება არის მიტაცებული და უზურპირებული რუსი ოლიგარქის და მისი პარტიის მიერ. შესაბამისად, მათ მიერ გამოცემული ნებისმიერი სამართლებრივი აქტი არის უკანონო!
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს არავითარი ვალდებულება არ გვაქვს დავემორჩილოთ ოლიგარქის და მისი დანიშნული არაუფლებამოსილი პირების სურვილებს!
ჩვენი ქვეყანა არ არის ფარა.!
ეს საქართველოა!”,- წერს კუპრავა.











