ამ წუთებში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ეუთო/ ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, რომელსაც ,,ქართული ოცნებიდან” არჩილ თალაკვაძე, კახა კუჭავა, ირაკლი კობახიძე და ზაზა პაპუაშვილი ესწრებიან.
ცნობისთვის, საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია ეუთო/ოდირმა საპარლამენტო არჩევნები შეაფასა. როგორ დასკვნაშია ნათქვამი, არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.











