სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება მთელი სიმკაცრით შეაჩერებს სახელმწიფო გადატრიალების ნებისმიერ მცდელობას, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლება გადადგება და ახალი მთავრობა შეიქმნება.
„მსურს დავარწმუნო ყველა პოლიტიკური ძალა, რომლებიც ცდილობენ საომარი მდგომარეობით ისარგებლონ, ამ საკითხის მიმართ ტოლერანტობა ან ხავერდოვანი მიდგომა არ იქნება. სომხეთის რესპუბლიკა და ჩვენი სახელმწიფოებრიობა ყველას ამბიციების მაღლა დგას. თუ საჭირო იქნება, ხელისუფლება წავა და ახალი მთავრობის არჩევა მოხდება, მაგრამ პირადად მე და ჩვენი გუნდი ვერასოდეს დავუშვებთ გადატრიალების მცდელობებს ”, – განაცხადა ავინიანმა.
კითხვაზე, ხედავდა თუ არა სახელმწიფო გადატრიალების საფრთხეს, ავინიანმა ასე პასუხობს:
„მსმენია ასეთი მოწოდებები, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ასეთი მცდელობები მკაცრად იქნება აღკვეთილი.“











