ზუგდიდის მერს გეგა შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ახალი კორონავირუსი დამიდასტურდა, გუშინ სიმპტომების დაწყებისთანავე გადავედი თვითიზოლაციაში. ამ დროისთვის თავს კარგად ვგრძნობ და ვმკურნალობ სახლში, მუშაობას კი ვაგრძელებ განსხვავებულ რეჟიმში – დისტანციურად.
ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!.“- წერს გეგა შენგელია.
გეგა შენგელია ასევე მმართველი პარტიის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია.











