„ვიცით, რომ გამოჩნდა გვირაბის ბოლოს სინათლე, რომ 2-3 ვაქცინა არის უკვე ბოლო ფაზაზე, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პანდემია ომის შემდეგ ყველაზე საგანგაშო სიტუაციაა.
„ვიცით, რომ გამოჩნდა გვირაბის ბოლოს სინათლე, რომ 2-3 ვაქცინა არის უკვე ბოლო ფაზაზე, 8 მილიარდი დოზაა უკვე ქვეყნების მიერ შეკვეტილი. ვაქცინა კეთდება ორჯერ, ანუ ის ეყოფა მოსახლეობის 60%-ს. ამიტომ ეს პროცესი ხანგრძლივი იქნება. ამიტომ დაცვის ერთადერთი საშუალება არის წესების დაცვა.
პანდემია ომის შემდეგ ყველზე საგანგაშო სიტუაციაა. პანდემიაა მსოფლიოში. მათ სორის ბოლო ორი თვეა ჩვენთან სერიოზული ზრდა გვაქვს. ამ ეტაპისთვის, რაც ჩვენთან კეთდება მართვადია, მაგრამ სიტუაცია მეტად სერიოზულია, ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ამ დროს, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











